მთავარი რა ვაჩუქო? საუკეთესო საჩუქრები ვალენტინობისთვის

საუკეთესო საჩუქრები ვალენტინობისთვის

Author

Date

Category

ყვავილებს, შოკოლადებს და სათამაშო დათუნიებს შორის იშვიათად თუ შევხვდებით გამორჩეულ საჩუქრებს ვალენტინობისთვის. ხშირად ან დრო არ გვაქვს ან ორიგინალური იდეა და გვიწევს ბოლო წუთს ისევ იმის ყიდვა, რაზეც მთელი წელი ვამბობდით რომ არ ვაჩუქებდით საყვარელ ადამიანს.

გიფიქრია უნიკალური გამოცდილების და დაუვიწყარი დღის ჩუქება მეორე ნახევრისთვის? ყველაზე კარგად ყოველთვის ერთად გაზიარებული კარგი დრო გვახსენდება. უამრავი ისეთი ადგილი და ისეთი აქტივობაა, რომელზეც ხშირად ვამბობთ “აქ წავიდოდი” ან “ამას გავაკეთებდი” ,თუმცა, არ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი იდეების ხორცშესხმა.

გთავაზობთ უნიკალურ შეთავაზებებს ორისთვის, რომელიც გა20ებულს დატოვებს თქვენს საყვარელ ადამიანს.

1. თავგადასავალი საცხენოსნო ბილიკებზე

უამრავი ფილმი გვინახავს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ცხენზე ჯირითოებენ წყვილები, გადაჰყურებენ გასაოცარ ხედებს და ტკბებიან რომანტიკული გარემოთი. ასეთი ადგილები ყოველთვის შორი და მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ დედაქალაქიდან სულ ერთი საათის მოშორებით, სოფელ ღვევში, ეს ყველაფერი, უგემრიელეს სადილთან ერთად, ელოდება წყვილებს.

ჯირითი

2. სარაჯიშვილი XO სადეგუსტაციო ტური

სარაჯიშვილის კონიაკი უამრავი ადამიანის საყვარელი სასმელია. მისი წარმოების პირველი დღეებიდან მოყოლებული ქართული კონიაკი ტრადიციებსა და უნიკალურ გემოებს აერთიანებს. მე-19 საუკუნიდან დღემდე სარაჯიშვილის სახლი კონიაკის წარმოების ხელოვნებას ეუფლება. ბაღებში სეირნობა, დროში მოგზაურობა და 2 საუკუნის სპირტსაცავებისა დათვალიერება ამ დღეს დაუვიწყარს გახდის. რომანტიკული და ინტიმური გარემო გელოდებათ ულამაზეს ბაღებში სეირნობისა და დეგუსტაციის დროს.

სარაჯიშვილი

3. კარვები აჭარაში

ხმაურიანი ქალაქის დატოვება და რომანტიკულ გარემოში განმარტოვება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საჩუქარია ვალენტინობისთვის. აჭარის ულამაზესი რეგიონი გამოირჩევა დამატყვევებელი ბუნებით და საოცარი ხედებით. ეს ადგილი სწორედ მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურთ, რომ ყოველდღიურობას მოშორდნენ და დატკბნენ საოცარი ბუნებითა და მყუდრო გარემოთი.

კარვები აჭარაში

4. რომანტიკული ფოტო გადაღება

იმისთვის რომ ვალენტინობის დღე დაგამახსოვრდეს, რომანტიკული ფოტოსესია საუკეთესო არჩევანია. ყველა წყვილი ოცნებობს გამორჩეულ და უნიკალურ ფოტოებზე, რომელიც იდეალურად ასახავს მათ ურთიერთობას და სიყვარულს. გაჰყევით ფოტოგრაფებს ულამაზეს ადგილას და ეს ვალენტინობა სამუსამოდ დაგამახსოვრდებათ, როგორც სახალისო, რომანტიკული და სიყვარულით სავსე.

რომანტიკული ფოტოსესია

დატოვეთ პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here

Linda Barbara

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Vestibulum imperdiet massa at dignissim gravida. Vivamus vestibulum odio eget eros accumsan, ut dignissim sapien gravida. Vivamus eu sem vitae dui.

Recent posts

ტური სვანეთში – თავგადასავლი რომელიც უნდა გამოცადო

არსებობს ადგილები, სადაც ერთხელ მაინც უნდა წახვიდე, სანამ ცოცხალი ხარ. სვანეთი კი ისეთი ადგილია, სადაც მინიმუმ ერთხელ უნდა...

რა არის 20.ge?

ძნელია ერთ მარტივ წინადადებაში მოაქციო კითხვაზე პასუხი, თუ რა არის 20.ge. ამიტომ, ვეცდები, ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ.

ექსტრემალური ტურები თბილისში

ადრენალინის მატება და უზღვავი თავისუფლების შეგრძნება, ალბათ, მრავალი ჩვენგანისთვის ძალიან საინტერესოდ ჟღერს. განსაკუთრებით მათთვის ვისთვისაც, ამ ყველაფრის განცდა და ახალი, გამორჩეული და...

როგორ ვაჩუქო საჩუქარი 20.ge-დან?

ყოველთვის, როდესაც საჩუქრის არჩევას ვცდილობთ, გვინდა, რომ ეს საჩუქარი არა მხოლოდ ორიგინალური, არამედ, პერსონალურიც იყოს. სხვადასხვა მაღაზიაში სიარულისას ვაწყდებით უამრავ ნივთს, რომელიც...

საუკეთესო საჩუქრები ვალენტინობისთვის

ყვავილებს, შოკოლადებს და სათამაშო დათუნიებს შორის იშვიათად თუ შევხვდებით გამორჩეულ საჩუქრებს ვალენტინობისთვის. ხშირად ან დრო არ გვაქვს ან ორიგინალური იდეა და გვიწევს...

Recent comments