რა არის 20.ge?

Author

Date

Category

ძნელია ერთ მარტივ წინადადებაში მოაქციო კითხვაზე პასუხი, თუ რა არის 20.ge.

ამიტომ, ვეცდები, ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ.

წარმოიდგინე, რომ გინდა თავისუფალი დრო იმაზე განსხვავებულად და საინტერესოდ გაატარო, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.

20.ge

სტანდარტული გართობის ვარიანტებიც თითქოს ცოტა მოგბეზრდა. 

მეგობრებთან ერთად დალევა, კინო, თეატრი, კლუბი კარგია, მაგრამ რაღაც ახალს ეძებ, გამორჩეულს, შემოქმედებითს  ან ოდნავ თავზეხელაღებულს. შეიძლება სულაც რაიმე ძალიან კარგად ნაცნობი აქტივობით გინდა დაკავდე, მაგრამ “თავს ვერ აბამ”.

ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა 20.ge, პლატფორმა რომლის მეშვეობითაც შეგიძლია სათევზაოდ წახვიდე, იჯირითო, იფრინო პარაპლანით, მიზანში სროლაში მოსინჯო ბედი, მართო ფორმულა, მოტოციკლეტი ან სულაც ტრაილერი.

experiences-20.ge

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება აკეთო 20.ge-ს მეშვეობით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, 20.ge-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა “აჩუქე მეგობარს”, ეს კი გულისხმობს შემდეგ რამეს :

ყველას გვყავს ირგვლივ საყვარელი ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული ოცნებები აქვთ და როცა ამ ადამიანების დაბადების დღე მოდის, ჩვენ წინასწარ საგონებელში ვვარდებით, “რა ვაჩუქო”? “რა მოეწონება”?- ვეკითხებით სხვებს და საბოლოოდ შეიძლება საკმაოდ არაეფექტური საჩუქარი შევარჩიოთ.

“სხვა ვერაფერი მოვიფიქრე” – ვეტყვით და გულის კანკალით გავუწვდით შეფუთულ კოლოფს. თუ მოეწონა, ხომ კარგი და თუ არა, მაინც ეცდება ეგ იმედგაცრუება დამალოს და ნაძალადევ მადლობასაც გეტყვით.

20.ge ამ დამღლელ და ცოტა შემაშფოთებელ პროცესს ამარტივებს, თუ იცი, რომ შენი მეგობარი ზიპლაინით დაშვებაზე ოცნებობს, რა პრობლემაა, შემოდიხარ ჩვენს ვებგვერდზე, ირჩევ ზიპლაინის დაშვების ტურს/გამოცდილებას და შეძენამდე თუ მიუთითებ, რომ საჩუქარია მეგობრისთვის – ტადადაააამ შენს მეგობარს მეილზე და პირად საკონტაქტო ნომერზე მიუვა შეტყობინება, რომ ზიპლაინის ტური აჩუქეს.

javshanis-dasruleba

სწორედ აქედან მოდის ჩვენი სლოგანი : “გა20დი და გაა20ე”

შეგიძლია დაგეგმო უიქენდი ან შვებულება საინტერესოდ, დააგროვო ახალი გამოცდილებები ან აქციო ისინი საჩუქრებად.

კატეგორიების და გამოცდილებების მრავალფეროვნებაში თავად დარწმუნდები, ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტის შემდგომ. მრავალნაირი ოცნებების ახდენა შეგვიძლია და თუ იმ კონკრეტულს ვერ მიაგენი, რაც გჭირდება – გვწერ იდეას, დეტალებს და ჩვენ მის განხორციელებაში გეხმარებით. ასე იქმნება უნიკალური საჩუქრები, რომელიც შეიძლება ერთადერთიც იყოს.

და კიდევ, ესეც არ არის ყველაფერი!

აქტიური კომპანიების აქტიური გუნდებისთვის კორპორატიული შეთავაზებაც გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტანდარტული კორპორატიული საღამოები მოგბეზრდათ, შეგვიძლია საინტერესო, ექსტრემალური, სათავგადასავლო ან გასართობი აქტივობები დაგიგეგმოთ.

korporatiuli-shetavazeba

20.ge-ს კარი იმათთვისაც ღიაა, ვისაც საინტერესო გამოცდილებების შექმნის სურვილი და რესურსი აქვს. ამისთვის გაეცანი ინფორმაციას როგორ გავხდე ტურის მასპინძელი.

ან პირდაპირ დაამატეთ თქვენი ტური.

იმისთვის რომ არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე, გამოგვყევი ინსტაგრამზეც – https://www.instagram.com/20.ge_experiencedays/


გა20დი და გაა20ე

დატოვეთ პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here

Linda Barbara

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Vestibulum imperdiet massa at dignissim gravida. Vivamus vestibulum odio eget eros accumsan, ut dignissim sapien gravida. Vivamus eu sem vitae dui.

Recent posts

ტური სვანეთში – თავგადასავლი რომელიც უნდა გამოცადო

არსებობს ადგილები, სადაც ერთხელ მაინც უნდა წახვიდე, სანამ ცოცხალი ხარ. სვანეთი კი ისეთი ადგილია, სადაც მინიმუმ ერთხელ უნდა...

რა არის 20.ge?

ძნელია ერთ მარტივ წინადადებაში მოაქციო კითხვაზე პასუხი, თუ რა არის 20.ge. ამიტომ, ვეცდები, ყველაფერი დეტალურად აგიხსნათ.

ექსტრემალური ტურები თბილისში

ადრენალინის მატება და უზღვავი თავისუფლების შეგრძნება, ალბათ, მრავალი ჩვენგანისთვის ძალიან საინტერესოდ ჟღერს. განსაკუთრებით მათთვის ვისთვისაც, ამ ყველაფრის განცდა და ახალი, გამორჩეული და...

როგორ ვაჩუქო საჩუქარი 20.ge-დან?

ყოველთვის, როდესაც საჩუქრის არჩევას ვცდილობთ, გვინდა, რომ ეს საჩუქარი არა მხოლოდ ორიგინალური, არამედ, პერსონალურიც იყოს. სხვადასხვა მაღაზიაში სიარულისას ვაწყდებით უამრავ ნივთს, რომელიც...

საუკეთესო საჩუქრები ვალენტინობისთვის

ყვავილებს, შოკოლადებს და სათამაშო დათუნიებს შორის იშვიათად თუ შევხვდებით გამორჩეულ საჩუქრებს ვალენტინობისთვის. ხშირად ან დრო არ გვაქვს ან ორიგინალური იდეა და გვიწევს...

Recent comments